გამოსარჩევია ისიც, რომ "პატარა კინგ კონგი" ორ უკანასკნელ ბრძოლაში დამარცხდა. 2024 წლის 3 თებერვალს მან წააგო რეი ცურუიასთან, იმავე წლის 19 მაისს კი დონგ ჰუნ ჩოისთან. Brave CF-ის 93-ე ივენთზე აზიელ მებრძოლს უნდა ეჩხუბა ჰურშედ ნაზაროვთან, მაგრამ ეს დაპირისპირება ჩაიშალა.
ამის შემდეგ გადაწყდა, რომ 24 წლის მებრძოლის მოწინააღმდეგე ქართველი ოპონენტი იქნება. შეგახსენებთ იმასაც, საკმაოდ მაღალია ალბათობა, რომ გავაშელიშვილმა მომავალ 2 თვეში 2 ჩხუბი ჩაატაროს. ჯინიუშიუეს გარდა, მაისში მან შესაძლოა მოჰამად მოკაევთან იბრძოლოს. აქვე დავამატებთ, 93-ე ივენთის მთავარ ბრძოლაში რაულ თუთარაული ოლჟას ესკარაევს დაუპირისპირდება.


















