ფრანგულ მიწაზე ოლიმპიური ცეცხლის პირველი მეჩირაღდნე ფრანგი მოცურავე ოლიმპიური ჩემპიონი, ფლორენ მანოდუ გახდა.

ოლიმპიური თამაშების მასპინძელ ქვეყანაში ოლიმპიურ ჩირაღდანს საზეიმო ვითარებაში, შთამბეჭდავი ღონისძიებით დახვდნენ, მოქალაქეებთან და ოფიციალურ პირებთან ერთად, ღონისძიებას საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი დაესწრო.
„ჩვენ შეგვიძლია ვიამაყოთ, ოლიმპიური ცეცხლი საფრანგეთის მიწაზეა, ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებით ვემზადებით ზაფხულის ოლიმპიური თამაშებისთვის. ჩირაღდანი საფრანგეთის ყველა რაიონს მოივლის," - განაცხადა ემანუელ მაკრონმა.
ოლიმპიური ცეცხლი 26 ივლისამდე საფრანგეთში იმოგზაურებს, ესტაფეტა 26 ივლისს პარიზის XXXIII ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე, ცეცხლის ფიალაში აალებით დასრულდება.

















