არსად ისე არ იგრძნობა გამარჯვების სიხარული, როგორც სამშობლოში, - ეს მაშინ თქვა, როცა პირველი ჩემპიონობის შემდეგ, სამშობლოში დაბრუნდა, ის კი რაც თბილისის ქუჩებში ნახა ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ სიხარული და უბრალოდ საყვარელი სპორტსმენის გამარჯვება.
საქართველოში UFC-ის სამგზის ჩემპიონი, მერაბ დვალიშვილი დაბრუნდა. ქართველ მებრძოლთან ერთად საქართველოში მერაბის მწვრთნელი ჯონ ვუდი და MMA ბლოგერი ნინა დრამა ჩამოვიდნენ.
მერაბმა 8 ივნისს, ნიუჯერსიში UFC 316-ზე, შონ ო’მალი დაამრცხა და გახდა პირველი ქართველი, რომელმაც ჩემპიონის ქამარი ორჯერ დაიცვა. ისტორიული მიღწევით ჩემპიონი სამშობლოში დაბრუნდა. მშობლიურ მიწაზე დაბრუნებისთანავე, ქართველ გულშემატკივარს მადლობა გადაუხადა, მათგან მიღებულ საოცარ ენერგეტიკაზე ისაუბრა და აუდიტორიას კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ გამარჯვება მხოლოდ კარიერული წარმატებაა, ცვლილებები პიროვნულ იდენტობაზე არ აისახება და ისევ ისეთია, როგორც დიდ გამარჯვებებამდე:
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მრავალრიცხოვანი გულშემატკივარი შეიკრიბა, შეძახილისთვის, ფოტოსთვის, თუ უბრალოდ იმისთვის რომ თვალი მოეკრათ, - თუმცა აქ ყველას საერთო მიზანი ჰქონდა, - ტაში დაეკრათ და მადლობა ეთქვათ განცდილი სიხარულისთვის.
ჩემპიონმა ბრძოლის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსოფლიო პოლიტიკის ლიდერს საქართველოზეც ესაუბრა:
საჩემპიონო ავტობუსმა მსვლელობით რიყის პარკისკენ გადაინაცვლა და სტუმრებთან ერთად დაბრუნებულ მერაბს, მთელი ქალაქი ესალმებოდა, ვიდრე ჩემპიონი აეროპორტიდან რიყის პარკამდე მივიდოდა, გულშემატკივრების არმია უკვე შეკრებული იყო და ჩემპიონის გამოჩენამ ოცნებით სავსე ბავშვების გულებში დიდი მღელვარება გამოიწვია.
ვიდრე მერაბი გულშემატკივარს ესაუბრებოდა ნინა დრამამLaGazzetta.ge-ს ემოციები გაუზიარა და ქართველი ხალხით აღფრთოვანება ვერ დამალა:
მერაბს ბევრი დარჩა სათქმელი და ბევრი დარჩა ფოტოს გარეშე, თუმცა ჩემპიონი ყველამ ნახა და მერაბ დვალიშვილმა ჟურნალისტებთან პრესკონფერენციაზე გადაინაცვლა, სადაც მებრძოლთან ერთად ნინა დრამა და მერაბის მწვრთნელი ჯონ ვუდი პასუხობდნენ კითხვებს.
მერაბმა ყველა კითხვას უპასუხა, კვლავ ისაუბრა, შრომაზე, ბრძოლაზე და გამარჯვებაზე, მორიგ მეტოქეზე, ქართველ მებრძოლებზე, ილია თოფურიას მოახლოებულ დაპირისპირებასა და სხვა საინტერესო თემებზე. გულშემატკივარს დაპირდა, რომ პოლიტიკაში არასდროს წავა და გააგრძელებს იმ საქმის კეთებას, რომელსაც კარგად აკეთებს.
პრესკონფერენციაზე, დღის განმავლობაში მიღებული ემოციისთვის, მერაბმა გულშემატკივარს მადლობა გადაუხადა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და დამატებით მოტივაციას აძლევს. ახალგაზრდებს ტრადიციულად ჯანსაღი ცხოვრების წესისა და შრომისკენ მოუწოდა, გულშემატკივარს კი, რომელიც საჩემპიონო ავტობუსს შეახტა, თხოვა, უსაფრთხოების მიზნით, მსგავსი რამ აღარ გაიმეოროს, არც მან და არც სხვამ.
მერაბ დვალიშვილი მეგობრებთან ერთად საქართველოში რამდენიმე დღე დარჩება, ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონს მოინახულებენ და მსოფლიოს ქართულ კულტურას გააცნობენ. შემდეგ კი აზერბაიჯანში UFC-ის მორიგ ივენთზე გაემგზავრებიან.















