
ახლა კი, ამდენი წლის შემდეგ, თითქოს ისტორია მეორდება. მორიგ ირლანდიელ ვარსკვლავს, პოლ ჰიუსს, რომელსაც კონორის მსგავსად - ხელების ნაცვლად ბომბები აქვს, არა მხოლოდ დაღესტნელი, არამედ იმავე გვარის მატარებელი, ხაბიბივით დაუმარცხებელი უსმან ნურმაგომედოვი უპირისპირდება. უსმანი და პოლი დაღესტანი VS ირლანდიის მეორე თავს აბუ-დაბიში დაწერენ.
MMA-ის გალიაში დაღესტნურ-ირლანდიური დაპირისპირება ავტომატურად დიდი ბრძოლაა, ასეა ორივესთვის. ირლანდიელს ისტორიის გადაწერის შანსი აქვს, უსმანის გამარჯვებით კი დაღესტანი ირლანდიას მიწასთან გაასწორებს და კითხვის ნიშნებს გააქრობს, თუმცა ეს მარტივი საქმე არ იქნება.
უსმან ნურმაგომედოვი VS პოლ ჰიუსი - რა ტიპის ბრძოლა იქნება?
ცხადია, უსმანი უნიკალური მოჭიდავეა და მიწაზე ნებისმიერის განადგურება შეუძლია, მაგრამ ხაბიბისნაირი „ერთფეროვანი“ ნამდვილად არ არის. ჩემი აზრით, ხაბიბი უნიკალური ვერსიაა და მისნაირი საბრძოლო IQ და გრეპლინგი არავის აქვს მის სკოლაში, თუმცა უსმანს თავისი უპირატესობები გამოარჩევს. ხაბიბის შემდგომ, ყველაზე ძლიერი და უნიკალური მებრძოლი სწორედ უსმან ნურმაგომედოვია. მისი ჭიდაობა არაჩვეულებრივია, მისი გრეპლინგიც უმაღლეს დონეზეა, მისი სტრაიკინგი კი უბრალოდ ხელოვნებაა. სხვათაშორის, უსმანისა და უმარის სტილი ერთმანეთს ჰგავს, უბრალოდ უსმანი ბევრად დახვეწილია.
უსმან ნურმაგომედოვი VS პოლ ჰიუსი - რა ტიპის ბრძოლა იქნება?
ცხადია, უსმანი უნიკალური მოჭიდავეა და მიწაზე ნებისმიერის განადგურება შეუძლია, მაგრამ ხაბიბისნაირი „ერთფეროვანი“ ნამდვილად არ არის. ჩემი აზრით, ხაბიბი უნიკალური ვერსიაა და მისნაირი საბრძოლო IQ და გრეპლინგი არავის აქვს მის სკოლაში, თუმცა უსმანს თავისი უპირატესობები გამოარჩევს. ხაბიბის შემდგომ, ყველაზე ძლიერი და უნიკალური მებრძოლი სწორედ უსმან ნურმაგომედოვია. მისი ჭიდაობა არაჩვეულებრივია, მისი გრეპლინგიც უმაღლეს დონეზეა, მისი სტრაიკინგი კი უბრალოდ ხელოვნებაა. სხვათაშორის, უსმანისა და უმარის სტილი ერთმანეთს ჰგავს, უბრალოდ უსმანი ბევრად დახვეწილია.

პოლ ჰიუსი აქცენტირებული სტრაიკერია, მაგრამ სანამ მას ჩამოწერთ, მისი საბრძოლო ისტორია უნდა იცოდეთ. მან ოქტაგონი ორჯერ გაიზიარა ქართველებისთვის კარგად ნაცნობ ჯორდან ვუჩენიკთან. ჯორდანი გურამ ქუთათელაძის ბოლო მეტოქე იყო. მაშინ არნახული ბრძოლა ვნახეთ. თავიდან ვუჩენიკმა გურამი ნოკდაუნშიც გაუშვა, მაგრამ საბოლოოდ ბრძოლა ქართველმა ვიკინგმა მოიგო. ამით იმის თქმა მინდა, რომ ინგლისელი ელიტარული მებრძოლია და მისი დამარცხება პოლმა 25 წლის ასაკში 2022 წლის ნოემბერში მოახერხა, სადაც მისი ერთადერთი კარიერული წაგებისთვის რევანშის აღება მოახერხა. ახლა პოლი კიდევ უკეთეს ფორმაშია. იგი ბოლო ბრძოლაში ეი ჯეი მაკკის შეხვდა და გადაუარა. Featherweight-ში ახალამოსული ჰიუსი თითქოს უნდა დაჩაგრულიყო Bellator-ის ყოფილ ჩემპიონ ამერიკელ ვარსკვლავთან, მაგრამ, ჩემი აზრით, ირლანდიელმა მაკკის ყველაფერში აჯობა. პოლ ჰიუსმა მაკკი ნოკდაუნშიც გაუშვა, ჭიდაობებისგანაც თავი იდეალურად დაიცვა და დგომის გაცვლებში უპასუხოდ არაფერი დატოვა. ამერიკელის მსგავსი მეტოქისთვის ამის გაკეთება ძალიან, ძალიან რთულია. ბრძოლა გაყოფილი გადაწყვეტილებით შეფასდა, მაგრამ მებრძოლებს შორის სხვაობა იმ დღეს იმაზე ბევრად დიდი იყო, ვიდრე ამას ვერდიქტი აჩვენებს.

რაც შეეხება უსმან ნურმაგომედოვს - მას თავიდან ისე ზრდიდნენ, როგორც ყველა დაღს, მაგრამ ბოლოს კარგი ბრძოლები ჩაატარა და გამოცდილება მიიღო. ქამრამდე მას მარტივი ბრძოლები ჰქონდა, მაგრამ სატიტულო ჩხუბი პიტბულთან მოიგო, შემდგომ UFC-ის ვეტერანი ბენსონ ენდერსონი პირველივე რაუნდში დაახრჩო და ბოლო ბრძოლაში რუსი ძალიან მაგარი მებრძოლი - ალეკსანდრ შაბლი დაამარცხა. უსმანმა 5-რაუნდიანი ბრძოლების გამოცდილებაც დააგროვა და ეს დიდი პლიუსია მისთვის. თუმცა 5-რაუნდიანი ბრძოლები პოლსაც კარიერის ადრეული ეტაპიდან აქვს ჩატარებული, რადგან იგი Cage Warriors-ის ჩემპიონი იყო.
ჭიდაობაში ვერც ჰიუსს ეიჯეი მაკკისა და ჯორდან ვუჩენიკზე ბევრად ძლიერი მეტოქე ჰყავს, უსმანი ჰიუსის წინა ორივე მეტოქეს ძალიან აღემატება. დგომში კი ძალიან საინტერესო ბრძოლა იქნება. უსმანი "ქიქერია", რომელიც ძალიან ეფექტურ კომბინაციებს ხატავს. ნურმაგომედოვი დისტანციას არაჩვეულებრივად გრძნობს, რაც მის დგომს კიდევ უფრო ხარისხიანს ხდის, მაგრამ შაბლისთან მის უკანასკნელ ბრძოლაში მან ხელით რამდენიმე დარტყმა ჭამა. ისეთი განცდა დამრჩა, რომ ალექსანდრს დარტყმის ძალა დააკლდა, რაშიც პოლი ნამდვილად არ მოიკოჭლებს. თუ ჰიუსი უსმანს შეეხება, დარწმუნებული ვარ, რომ უარეს შედეგს უნდა ველოდოთ. მაგრამ, მოახერხებს თუ არა პოლი უსმანთან სუფთა დარტყმების გატარებას ისე, რომ თან ჭიდაობისგან თავი დაიცვას, აი ეს არის საკითხავი.
ჩემი აზრით, უსმანი სტრაიკინგს საერთოდ გვერდით გადადებს და მაქსიმალურად დაღესტნურ სტილს მიმართავს. ის შეეცდება, რომ მიწაზე მეტოქე დაჩაგროს და თუ ასე მოიქცევა სწორიც იქნება, რადგან პოლი ნამდვილად ძალიან სახიფათოა და აქვს დარტყმის ის ძალა, რომელსაც მომენტალურად ყველაფრის დამთავრება შეუძლია.
ჩემი აზრით, უსმანი სტრაიკინგს საერთოდ გვერდით გადადებს და მაქსიმალურად დაღესტნურ სტილს მიმართავს. ის შეეცდება, რომ მიწაზე მეტოქე დაჩაგროს და თუ ასე მოიქცევა სწორიც იქნება, რადგან პოლი ნამდვილად ძალიან სახიფათოა და აქვს დარტყმის ის ძალა, რომელსაც მომენტალურად ყველაფრის დამთავრება შეუძლია.
მუაი ტაი პოლის არსენალის მეორე ყველაზე სახიფათო იარაღია, რაზეც უსმანმა ყურადღება აუცილებლად უნდა გაამახვილოს. პოლს ძალიან უყვარს მუხლები, უსმანისთვის ეს სახიფათოა, არის საფრთხე რომ, ფეხში ჩასვლისას ამ მუხლს საბედისწეროდ დაეჯახოს, მაგრამ მეორე მხრივ, ამ მუხლის დროულად დანახვის შემთხვევაში უსმანს პოლის წაქცევა ძალიან გაუმარტივდება. ბუქმეიკერების აზრით, ჰიუსი ამ ბრძოლაში ჩამოწერილია - ასე იყო ეი ჯეი მაკკისთანაც. სიმართლე უნდა ვთქვა, მაკკისთან პოლი მეც ჩამოვწერე, მაგრამ ვინანე. ახლაც უსმანისკენ უნდა გადავიხარო და ვნახოთ, მოახერხებს თუ არა ირლანდიელი რომ მეორეჯერ გაგვაოცოს და დაამარცხოს აქამდე დაუმარცხებელი უსმან ნურმაგომედოვი.
ამავე ქარდზე ვადიმ ნემკოვიც იბრძოლებს, რომელსაც მეტოქე ორჯერ შეეცვალა. სხვადასხვა დროს ის კორი ანდერსონისა და ანტე დელიას წინააღმდეგ ბრძოლის გასამართად ემზადებოდა, თუმცა ორივე ამოვარდა და საბოლოოდ მას ტიმ ჯონსონი შერჩა, რომელსაც ბოლო 7 ბრძოლაში 4 წაგება აქვს, შესაბამისად, ნემკოვი ცალსახად ფავორიტია.

25 იანვრის საღამოს პოლისა და უსმანის ბრძოლა ერთადერთი დაღესტნურ-ირლანდიური ჯახი არ იქნება. ასევე ვნახავთ ახმედ მაგომედოვისა და ნათან კელის შორის ბრძოლას - Featherweight დივიზიონში. კელი წარმოუდგენლად ტექნიკური სტრაიკერია, რომელიც კარგად იყენებს დისტანციას და ძალიან სწრაფად მოძრაობს. ხანგრძლივ ბრძოლებში მისი კარდიო და მაღალი ტემპი ხშირად დიდ უპირატესობად გადაიქცევა ხოლმე. კელი ოთხივე კიდურით ეფექტურად უტევს და კარგი კონტრდარტყმებით გამოირჩევა.
მაგომედოვი, როგორც ტიპური დაღესტნური სტილის მებრძოლი, მიწაზე განსაკუთრებული უნარებით გამოირჩევა. მისი წნეხი და ჭიდაობა არის ის, რითაც გამარჯვებების მოპოვებას ახერხებს. მისი ground-and-pound ძალიან სახიფათოა - მეტოქეებს ძირითადად ასე ანადგურებს ხოლმე. უკანასკნელ ბრძოლამდე მაგომედოვი დაუმარცხებელი იყო. საინტერესოა, პირველი პროფესიონალური მარცხის შემდგომ როგორ კონდიციებში დაბრუნდება დაღესტნელი. მეორე მხარეს კი ირლანდიელია, რომლის რეკორდიც 11/2-ზე აქვს, მაგრამ იგი 11-მოგებიან სერიაზეა. სამოყვარულო კარიერის შემდგომ მან პროფესიონალურ დებიუტში ზედიზედ 2 ბრძოლა წააგო, 0-2-დან კი ზედიზედ 11 ბრძოლა მოიგო.
ოფიციალურად მაგომედოვი ფავორიტია, მაგრამ Tapology-ის მომხმარებელთა 66% კელის მოგებას ფიქრობს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ უკანასკნელი 5 ბრძოლა კელიმ 2023/24 წლებში მოიპოვა, ხოლო უკანასკნელი 5 ბრძოლის ჩატარებისთვის კი მაგომედოვის გაცილებით მეტი 2020/2023 პერიოდი დასჭირდა. დაღესტნელი გალიაში 2-წლიანი პაუზის შემდეგ ბრუნდება.















