ქვესაშუალო დივიზიონის ჩემპიონობის პრეტენდენტმა, ისლამ მახაჩევმა დაასახელა ხუთი საუკეთესო მებრძოლი, რომელიც ამჟამად UFC-ში იბრძვის. დაღესტნელმა მებრძოლმა პირველ პოზიციაზე დააყენა საკუთარი თავი, შემდეგ, ალეშანდრე პანტოჟა, სამეული კი ტომ ასპინალით დახურა.
მეოთხე ადგილი - ალექსანდერ ვოლკანოვსკი, ბოლოს კი ილია თოფურია. კავკასიელი მებრძოლის არჩევანმა გამოიწვია ბევრი მითქმა-მოთქმა, პირველ რიგში იმის გამო, რომ მან მერაბ დვალიშვილი გამოტოვა. 61 კილოგრამის ჩემპიონმა ქამარი დაიცვა 3-ჯერ, თანაც ერთ კალენდარულ წელში, 2025-ში.
ქართველი ჩემპიონი ძალიან მალე ტიტულს დაიცავს მეოთხედ, პიოტრ იანთან რევანშში. ასევე გასაკვირია "ელ მატადორის" მეხუთე ადგილზე გაყვანა, რომელიც P4P-ის ლიდერია, 34 წლის მებრძოლის რეიტინგში კი ის როგორც აღვნიშნეთ, მე-5 არის.















