ქართველი მებრძოლი UFC 311-ზე მიიღებს მონაწილეობას და ჩემპიონობის შესანარჩუნებლად უმარ ნურმაგომედოვს დაუპირისპირდება. აღნიშნული ორთაბრძოლა ლოს ანჯელესში გაიმართება.
მერაბ დვალიშვილს UFC-ში ზედიზედ 11 ორთაბრძოლა აქვს მოგებული და ოქტაგონზე უკვე 4 ჩემპიონი ჰყავს დამარცხებული. ბოლოს ქართველმა მებრძოლმა 15 სექტემბერს შონ ო'მალი უშანსოდ დატოვა და ქამრის მფლობელი გახდა. უმარ ნურმაგომედოვის ანგარიშზე კი UFC-ში 6 ბრძოლა და 6 გამარჯვებაა.
აღსანიშნავია, რომ UFC 311-ის მეინ ქარდის მთავარ ბრძოლად მსუბუქი წონის სატიტულო დაპირისპირება არის ჩანიშნული, სადაც მოქმედი ჩემპიონი, ისლამ მახაჩევი ქამრის დაცვას არმან ცარუკიანის წინააღმდეგ შეეცდება.
UFC 311-ის მთავარი ქარდის ბრძოლები 19 იანვარს, თბილისის დროით დილის 7 საათიდან დაიწყება.