"მე მზად ვარ" - სოციალურ ქსელში მერაბ დვალიშვილმა შონ ო'მალი კიდევ ერთხელ გამოიწვია და ბრძოლისთვის მზადყოფნა გამოთქვა. ქართველმა მებრძოლმა, mmajunkie-სთან ვრცლად ისაუბრა:
"ვიცოდი, რომ შონ ო'მალი მარლონ ვერას მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხებდა, თუმცა, ასეთ დომინაციას არ ველოდი - შონმა მეტოქე უშანსოდ დაამარცხა. ბრძოლის შემდეგ მან ილია თოფურია გამოიწვია, მაგრამ ყველამ იცის, რომ ეს ბრძოლა არ შედგება - ილია დიდებული ჩემპიონია, მაგრამ ახლა მოიგო ქამარი და არ ვფიქრობ, რომ ო'მალისთან მოუწიოს პირველი დაცვა."
"ო'მალი ისე იქცევა, თითქოს დივიზიონში უკონკურენტოა, არადა 2018 წლის შემდეგ მაიგნორებს და ჩემთან ჩხუბს ერიდება. არ ვიცი რატომ, ის ჭკვიანი ბიჭია და ალბათ ჩემში ძლიერ მეტოქეს ხედავს. მას პატივს ვცემ და არ ვაჩქარებ - ვიცი, რომ დასვენებისთვის და ჩემპიონობის აღნიშვნისთვის დრო სჭირდება. მე მზად ვარ და როდესაც გადაწყვეტს ბრძოლას, მაშინ გამოვალ ოქტაგონზე."
"მინდა, რომ ახალი თაობისთვის სამაგალითო ვიყო - პატარა ქვეყნის პატარა სოფლიდან ვარ, არ მაქვს განსაკუთრებული ტალანტი და მხოლოდ დიდი შრომით მივაღწიე შედეგს. ყველა ოცნების ასრულება შესაძლებელია თავდაუზოგავი შრომით".
შეგახსენებთ, რომ UFC 299-ზე შონ ო'მალიმ დამაჯერებლად დაამარცხა მარლონ ვერა და სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონის ქამარი დაიცვა. აღნიშნულ წონაში პირველი კონტენდერი მერაბ დვალიშვილია და დიდი ალბათობით, სწორედ ო'მალისთან მოუწევს ქამრისთვის ჩხუბი.
დვალიშვილი: "ო'მალი ისე იქცევა, თითქოს დივიზიონში უკონკურენტოა და 2018 წლიდან მერიდება"

















