"ილია თოფურია პირველი ქართველია, რომელიც ტიტულისთვის იბრძოლებს და მე ამ ფაქტით ამაყი ვარ. გიგა ჭიკაძე საოცარი მებრძოლია და მოუთმენლად ველი მის დაბრუნებას ოქტაგონზე. ვამაყობ ყველა ქართველით, რომელიც UFC-ში ასპარეზობს."
"ჩემი MMA-ში მოხვედრა სახალისო ისტორიაა - ყოველთვის მესმოდა ბრძოლების შესახებ და მინდოდა, რომ ჩემი თავი გამომეცადა. ერთ დღესაც, ორთაბრძოლის კონტრაქტი გავაფორმე და მას შემდეგ შემიყვარდა სპორტის ეს სახეობა."
"ვიცი, რომ რამდენიმე მებრძოლის ინსპირაციის წყარო გავხვდი და ისინი ახლა პროფესიონალები არიან სხვადასხვა ორგანიზაციაში. მგონი ცოტა დავბერდი, მაგრამ მიხარია, რომ საქართველოში MMA-ის პოპულარობის ზრდის ერთ-ერთი მიზეზი მეც ვარ."
"საქართველოში ძალიან უყვართ UFC და ქართველი მებრძოლების შესახებ ყველაფერი იციან - როდის გვაქვს ბრძოლა, ვის ვხვდებით ოქტაგონზე და ა.შ. ძალიან მაგარი გრძნობაა, როდესაც შენს ქვეყანაში ასე კარგად იციან MMA."
"მჯერა, რომ თოფურია ვოლკანოვსკის დაამარცხებს და UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონი გახდება. რა თქმა უნდა, ეს გიჟურად ჟღერს, მაგრამ მე მჯერა მისი. ილია განსაკუთრებული სპორტსმენია, ის განსხვავებულად აზროვნებს და გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს."
"საქართველოში ბრძოლის ჩატარება ჩემი ოცნებაა და ვიცი, რომ ეს ჩემი ქვეყნისთვის უდიდესი მოვლენა იქნებოდა."
შეგახსენებთ, რომ 18 თებერვალს, UFC 298-ზე ორი ქართველი იბრძოლებს - ქამრის პრედენდენტობისთვის მერაბ დვალიშვილი ჰენრი სეხუდოს შეხვდება, ხოლო ილია თოფურია ალექსანდრ ვოლკანოვსკის საჩემპიონო ბრძოლაში დაუპირისპირდება.















