UFC-ის მებრძოლმა, ხამზატ ჩიმაევმა ილია თოფურიას შესახებ ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ 317-ე ღონისძიების საჩემპიონო ბრძოლაში ქართველი მებრძოლის მეტოქე ჩარლზ ოლივეირა იქნება. თავად ჩეჩენ მებრძოლს კი მოგვიანებით დერიკ დუ პლესისთან ელის საჩემპიონო ჩხუბი.
"თოფურია ყოველთვის იყო მაღალი დონის მებრძოლი, ჯერ კიდევ Brave Fc-დან მოყოლებული, ისევე როგორც მე. ის ბევრს შრომობს იმისთვის, რომ მიაღწიოს ყველაფერს ამ სპორტში და მან ეს უკვე გააკეთა. მისი თრეშ თოქი? ჩუმად რომ ყოფილიყო ეს საინტერესო არ იქნებოდა.
ილიას გვერდით გავატარე დიდი დრო და მინდა აღვნიშნო, რომ ცხოვრებაში ის ძალიან წესიერი ადამიანია. სხვა დანარჩენი უბრალოდ ამ სპორტის შემადგენელი ნაწილია"















