მას შემდეგ, რაც ილია თოფურიამ ისაუბრა ისლამ მახაჩევთან არშემდგარ ბრძოლაზე, პასუხმა არც ქვესაშუალო წონითი დივიზიონის დაღესტნელი ჩემპიონისგან დააყოვნა. შეგახსენებთ, ქართველმა მებრძოლმა მას დასდო ბრალი ჩხუბისგან თავის არიდებაში, მიზეზად კი თითქოს ტრავმა დაასახელა.
"ჩვენ ორივემ ვიცით ვინ დაიხია უკან, შენ შეგიძლია შენი სიმხდალე ბინძური ტვიტებით დაფარო, თუმცა ნუ ღელავ - ერთ დღესაც მიიღებ იმას, რაც თავად ითხოვე! და შენს მსუქან მენეჯერს აღარ მოუწევს მილიარდების მოთხოვნა ჩემთან საჩხუბრად - ამას უფასოდ გავაკეთებთ", - განაცხადა რუსმა მებრძოლმა.















