"რეალობა ხანდახან ჩვენი სურვილებისგან განსხვავდება. კოლბიმ აჩვენა შესანიშნავი ბრძოლა, ის საკმაოდ ძლიერი მოწინააღმდეგეა და UFC-თან კონტრაქტიც დამსახურებულია. როდესაც ემზადები ჩხუბისთვის, უნდა გქონდეს სტრატეგია, მაგრამ ზოგჯერ შეიძლება ერთმა დარტყმამ ყველაფერი შეცვალოს.
მე ვარ MMA-ს მებრძოლი და არა მოკრივე - ზოგჯერ დარტყმებს ვიყენებ, ზოგჯერ კი ჭიდაობას. დღეს ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიყავი. თიქნესი ამბობდა, რომ ღრმა წყლებში შემიყვანდა, მაგრამ ხომ დაინახეთ, ღმრა წყალში ვინ აღმოჩნდა?!", - განაცხადა ქართველმა მებრძოლმა.
















