უკვე ყველამ ვიცით, რომ ქართველმა "მატადორმა" რამდენიმე ხნის წინ ზემოთა დევიზიონის ქამრის დაუფლების ინიციატივა გამოხატა და ამჟამინდელი მსუბუქი წონის ჩემპიონი, ისლამ მახაჩევი გამოიწვია.
ცოტა ხნის წინ, კი ამასთან დაკავშირებით, თავისი აზრი ხაბიბ ნურმაგომედოვმა ჰენრი სეხუდოსთან, ინტერვიუში დააფიქსირა.
ისლამმა შანსი ილიასნაირ დაბალწონოსან მებრძოლს ( ალექსანდერ ვოლკანოვსკის) უკვე ორჯერ მისცა, რატომ უნდა მისცეს მან მესამე შანსი ქვემსუბუქი წონის ჩემპიონს? თუ ის წონას შეიცვლის და ჩარლზ ოლივეირას დაამარცხებს, რა თქმა უნდა ეს ბრძოლა შედგება.
სიმართლე რომ გითხრათ, ვთვლი, რომ ილია ოლივეირას დაამარცხებს" - განაცხადა ხაბიბმა ინტერვიუში.
საინტერესოა როგორ განვითარდება მოვლენები მსუბუქ დევიზიონში, რადგან როგორც ჩანს, ჩარლზისა და თოფურიას შეხვედრა UFC-ის მაჩმეიქერებისთვის საკმაოდ საინტერესო და მომგებიანი ღონისძიებაა. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ დასტინ პორიემ "ელ მატადორთან" ბრძოლის სურვილი თავის სოციალურ ქსელში გამოხატა. ამ ბრძოლებიდან რომელიმეს ჩატარების შემთხვევაში, დიდი ალბათობით, 2025 წელს მისი და ისლამის დაპირისპირებასაც ვიხილავთ.















