კატარში მიმდინარე UFC-ის ტურნირზე ალექსანდრე თოფურიამ მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით ბეკზატ ალმახანი დაამარცხა. ჩხუბის დასრულების შემდეგ, ქართველმა მებრძოლმა კომენტარი გააკეთა:
"თავს დიდებულად ვგრძნობ. არ ვიცი როგორი ბრძოლა იყო, თუმცა მადლობა ღმერთს, გავიმარჯვე. მადლობა ჩემს გუნდს, ბედნიერი ვარ. ჩხუბამდე მეკითხებოდნენ, თუ როგორი იყო ჩემი გეგმა, მაგრამ მე არასდროს არაფერს ვგეგმავ. გონებაში წარმოდგენილი მქონდა ყველაზე კარგი და ცუდი სცენარიც.
მე ბევრს ვშრომობ და ამ შრომამ ამ შედეგამდე მომიყვანა. მე ვარ ადამიანი, რომელსაც აქვს ამბიციები და ეს ამბიცია პოპულარობას არ ეხება. მსურს რთულ სიტუაციაში დამეუფლოს ისეთი გრძნობა, როგორიც დღეს მქონდა. ღმერთს ყოველთვის ვთხოვ, რომ მომცეს ძალა, რადგან მესმის, ფიზიკურად ძლიერი ყოველთვის ვერ გაიღვიძებ.
დღეს მოწინააღმდეგესთან მქონდა რთული 15 წუთი და ამ ბრძოლამ უფრო ძლიერი გამხადა. უნდა დაიჯერო, რომ შეგიძლია ყველაფერი - ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა ისე ვიცხოვრო, როგორც ახლა ვცხოვრობ. თქვენს წინ ახლა საუბარი ადვილია, მაგრამ საბოლოო ჯამში მიწევს რთული გზის გავლა და ბევრი მუშაობა", - განაცხადა "კონკისტადორმა".















