UFC-ის წლის ბოლო ივენთზე გიგა ჭიკაძე ტექნიკური ნოკაუტით კევინ ვალეხოსთან დამარცხდა. ბრძოლა დაიწყო ვეტერანი მებრძოლის დომინირებით და პირველ რაუნდში ქართველმა სტრაიკერმა არგენტინელ მეტოქეს მიაყენა რამდენიმე დარტყმა, მაგრამ სამწუხაროდ, ყველაფერი მე-2 რაუნდის დასაწყისში დასრულდა.
"ელ ჩინომ" "ნინძა" ჩააგდო ნოკდაუნდში, შემდეგ კი დააფინიშა. ეს იყო ვეტერანი მებრძოლის ზედიზედ მესამე მარცხი UFC-ში, ზოგადად კი მის ანგარიშზე არის 15 მოგება და 6 წაგება. რაც შეეხება მის 24 წლის მეტოქეს, მან კარიერაში მე-16 ჩხუბში იმარჯვა.















