გიორგი შერმადინი ესპანეთის საკალათბურთო ლიგის იანვრის თვის MVP გახდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, ინფორმაციას Liga Endesa-ს ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
გიორგი შერმადინი ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის თვის „უძვირფასესი მოთამაშე“ მეთორმეტედ გახდა, თავისივე რეკორდი გააუმჯობესა და უკვე 2 ტიტულით გადაუსწრო მეორე ადგილზე მყოფ ტანოკა ბერდის, რომელიც 10-ჯერ გახდა საუკეთესო.
„ტენერიფეს“ ქართველი კალათბურთელის სარგებლიანობის კოეფიციენტმა იანვრის განმავლობაში 24.3 შეადგინა, შერმადინი საშუალოდ 17.3 ქულას და 8.3 მოხსნას აგროვებდა თამაშში.
იანვარში „ტენერიფემ“ ესპანეთის ჩემპიონატში სამი გამარჯვება მოიპოვა. აღსანიშნავია, ქართველის თამაში მე-17 ტურის მატჩში „ხუვენტუდის“ წინააღმდეგ. ტენერიფემ 90:70 მოიგო, შერმადინი ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო და მატჩის MVP გახდა. ქართველმა 26:50 წუთი ითამაშა, რა დროშიც 21 ქულა, 8 მოხსნა და 2 პასი დააგროვა.
შერმადინი საუკეთესო იყო ესპანეთის ჩემპიონატის მე-18 ტურის მატჩი “ბარსელონასთან”. ქართველის “ტენერიფემ” ბოლო წამებზე 80:83 წააგო. გიორგიმ არასრული 29 წუთში 22 ქულასთან ერთად 8 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა.
მე-19 ტურში გიორგი შერმადინის “ლენოვო ტენერიფემ” “ობრადორიოს” 97:86 მოუგო. შერმადინმა 30:31 წუთში 13 ქულა, 7 მოხსნა, 2 პასი და 2 ჩაჭრა დააგროვა. ქართველს სარგებლიანობის ინდექსი ყველაზე მეტი, 22 ჰქონდა და მატჩის MVP გახდა.
რაც შეეხება სატურნირო მდგომარეობას, „ტენერიფე“ Liga Endesa-ში 11 გამარჯვებითა და 9 მარცხით მე-7 ადგილზეა.
ფოტო: ACB.COM
გიორგი შერმადინის რეკორდი - ქართველი Liga Endesa-ს იანვრის თვის MVP გახდა














