გურამ ქუთათელაძე UFC-ის მებრძოლი აღარ არის. LaGazzetta.ge-ს ინფორმაციით, მსოფლიოს ყველაზე პოპულარულმა საბრძოლო ორგანიზაციამ ქართველთან თანამშრომლობის გაგრძელება აღარ ისურვა.
"ვიკინგმა" UFC-ში პირველი ბრძოლა გამართა 2020 წელს და იმის შემდეგ, მან კიდევ ოთხი ჩხუბი ჩაატარა. მისი სტატისტიკა ასეთია: ორი გამარჯვება და სამი წაგება. 33 წლის მებრძოლმა მსაჯთა გაყოფილი გადაწყვეტილებით მოუგო მატეუშ გამროტს, ასევე ერთსულოვანი გადაწყვეტილებით ჯორდან ვუჩენიკს.
რაც შეეხება მარცხს, ქუთათელაძეს აჯობეს დამირ ისმაგულოვმა (გაყოფილი გადაწყვეტილება), ელვეს ბრენერმა (ტექნიკური ნოკაუტი) და კაუე ფერნანდესმა (ერთსულოვანი გადაწყვეტილება).















