რამდენიმე წუთის წინ, გურამ ქუთათელაძის დებიუტი შედგა მისთვის ახალ ორგანიზაციაში ACA-ში, რომელიც წარმატებული გამოდგა.
33 წლის ქართველი მებრძოლი ACA 194-ზე ბრაზილიელ ვიქტორ ჰუგოს დაუპირისპირდა და მეტოქე პირველივე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა.
აღნიშნული ორთაბრძოლის შემდეგ, MMA-ში გურამ ქუთათელაძის ანგარიშზე 14 მოგება და 5 მარცხია. აღსანიშნავია, რომ 14-დან 8 გამარჯვება მან სწორედ ნოკაუტით მოიპოვა.















