UFC-ის მებრძოლმა, ბოგდან გუსკოვმა მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის დაგეგმილ მესამე ბრძოლაზე ისაუბრა. მისი თქმით, მოქმედი ჩემპიონი ქართველ მეტოქეს მოუგებს კიდევ ერთხელ და ამის გარდა, 10/10 ჩხუბში გამოვა გამარჯვებული.
"მიკერძოებული ვიქნები, თუმცა მაინც ვიტყვი - იანი დვალიშვილთან ათიდან ათ ბრძოლაში გამოვა გამარჯვებული. მომწონს მისი ბრძოლები, პიოტრის ფანი ვარ. მას აქვს ჩხუბის საკმაოდ აგრესიული სტილი და ოქტაგონზე ის კარგ შოუს დგამს."
შეგახსენებთ, რომ ამ მებრძოლებს შორის 2023 წლის მარტში გამართული დუელი დასრულდა მერაბის გამარჯვებით, ორი წლის შემდეგ, რემატჩში უკვე რუსმა მებრძოლმა მოიგო. ტრილოგიის ფინალური ნაწილი 2026 წლის გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში გაიმართება.















