უკანასკნელად, სუპერმსუბუქი დივიზიონის დაღესტნელმა კონტენდერმა - უმარ ნურმაგომედოვმა, მერაბისა და იანის პოტენციურ რემატჩზე ისაუბრა.
"დვალიშვილმა 6 თვე რომ დაისვენოს და იანს შეხვდეს, პიოტრი მას ისევ მოუგებს. შემიძლია ვთქვა, რომ თუ იანი იმავე ფორმაში იყო, იგი მერაბს ათიდან ათჯერ დაამარცხებს. დვალიშვილს მისი განვლილი გზის გამო პატივს ვცემ. ის მშენებლობიდან საჩემპიონო ქამრამდე მივიდა, უამრავი კარგი მებრძოლი დაამარცხა, თუმცა პიოტრი ბევრად მაღალი დონის ათლეტია. "















