რამდენიმე ხნის წინ, "ლეგენდამ" X-ზე პოსტი განათავსა, სადაც იგი ოლივეირას შეეხო:
არიელ ჰელვანის შოუდან ვიგებთ, რომ ეს განცხადება მსუბუქი წონის ყოფილი ჩემპიონის უყურადღებოდ არ დარჩენილა.Charles, it's better if you stay quiet. You have 10 losses: 5 by knockout, 4 by submission, and 1 by decision. You are the contender, while I am the champion, the father of the entire division. I haven't come here to ask anything. Here, I am the one in charge.
— Ilia Topuria (@Topuriailia) March 22, 2025
"15 წელიწადია რაც UFC-ში ვარ და ყველას პატივს ვცემ. მე ეს უკვე ვთქვი: ჩემი ისტორია აქაა დაწერილი და ამას ყველა ხედავს.
მე ამჯერად ტიტულზე ვარ კონცენტრირებული. არ აქვს მნიშვნელობა თუ რომელი მებრძოლი გადამეღობება გზაზე, ჩემი მთავარ მიზანს ქამარი წარმოადგენს. ილია უბრალოდ ცდილობს, რომ ბრძოლა იპოვოს და ამის გამო ბევრ სისულელეს ლაპარაკობს. მე მის ბრძოლებს და განვლილ გზას მსუბუქ დივიზიონამდე დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ამჟამად იგი ძალიან უპატივცემულოდ იქცევა და ამბობს ისეთ რაღაცეებს, რაც არ უნდა თქვას."- განაცხადა "Do Bronx"-მა ინტერვიუში.
საინტერესოა, გადაიკვეთება თუ არა მათი გზები ახლო მომავალში და მოუწევთ თუ არა დაპირისპირება მსუბუქი დივიზიონის ოქროს გამო.















