ქართველი მებრძოლი გიორგი ქართველიშვილი UFC-ის ქართველი ჩემპიონის, ილია თოფურიას ესპანურ ორგანიზაცია WOW-ში იასპარეზებს, როგორც გიორგი ქართველიშვილმა LaGazzetta.ge-სთან საუბრისას განაცხადა, წელს 3 ბრძოლას გამართავს:
“გასული წლის ოქტომბერში, საქართველოში ჩამოსული იყო ილია თოფურიას მენეჯერი, რომელმაც შემომთავაზა WOW-ში ასპარეზობა. წელს უკვე 3 ბრძოლას ჩავატარებ აღნიშნულ ორგანიზაციაში. ჩემთვის ეს დიდი გამოწვევაა და ვფიქრობ, აღნიშნული ორგანიზაცია კარგი საფეხურია UFC-სკენ და რა თქმა უნდა, ძალებს არ დავიშურებ, კარგი და სანახაობრივი ბრძოლების ჩასატარებლად,” - აღნიშნა გიორგი ქართველიშვილმა.















