UFC-ის ჩემპიონმა ქვესაშუალო წონით დივიზიონში, ისლამ მახაჩევმა განაცხადა, რომ ის ილია თოფურიასთან ბრძოლის წინააღმდეგი არ არის. რუსმა მებრძოლმა ცოტა ხნის წინ აღნიშნა ისიც, რომ დივიზიონის შეცვლასა და 70 კილოგრამში დაბრუნებას ის არ აპირებს და თუ მათი ჩხუბი შედგება, წონის შეცვლა ქართველ ჩემპიონს მოუწევს.
"თოფურიასთან ბრძოლის იდეა მომწონს. თუ UFC-ის ენდომება ეს, მე მზად ვარ. დიდი სიამოვნებით ვიჩხუბებდი თეთრ სახლში. ახლა რამადანია და არ ვვარჯიშობ, მაგრამ როგორც კი დამთავრდება, ფორმაში ჩავდგები. თეთრი სახლისთვის მზად ვიქნები."















