ინგლისელმა მსუბუქწონოსანმა - პედი პიმბლეტმა, უკანასკნელად, სპორტულ გამომცემლობა "Merca"-სთან პროვოკაციული კომენტარი გააჟღერა. ბრიტანელი კონტენდერის სიტყვები, მსუბუქი წონის ქართველ ჩემპიონს - ილია თოფურიას უკავშირდება.
"ილიას სახელი არავის ეცოდინებოდა, მე რომ არ ვყოფილიყავი. ის ყალბი მაკგრეგორის ასლია, რაც უკვე ძალიან მაღიზიანებს."
ლივერპულელი სპორტსმენი ასევე "მატადორის" წარმოშობასაც შეეხო.
"ილია არ არის ქართველი ან ესპანელი, ის გერმანელია, რადგან იქ დაიბადა."















