ჩვენთვის უკვე ცნობილია, რომ შემდეგი წლის 25 იანვარს, მსუბუქი დივიზიონის დროებითი ქამრისთვის, ერთმანეთს პედი პიმბლეტი და ჯასტინ გეიჯი შეებრძოლებიან.
ზემოხსენებულ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, ლივერპულელმა კონტენდერმა საინტერესო კომენტარი გააჟღერა.
"2026 ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი წელი იქნება. გეიჯის შემდეგ, ილიას დავამარცხებ და ტიტულს დავეუფლები. თუ მამიკოს ბიჭი არმანი წელის ტკივილზე წუწუნის ნაცვლად იბრძოლებს, მასაც თავს შევუჭეჭყავ. "















