ინგლისელმა კონტენდერმა - პედი პიმბლეტმა, "The Independent"-თან საუბარში ილია თოფურიას შესახებ საინტერესო კომენტარი გააჟღერა.
"დღემდე მძულს და ვიცი, რომ მასაც ვძულვარ. ერთმანეთი ისევ არ მოგვწონს და ორივეს გვინდა ერთმანეთის ცემა, მაგრამ ეს ყველაფერი ოქტაგონში რჩება."
ლივერპულელმა სპორტსმენმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ პირადი ურთიერთობებისა და ოჯახური პრობლემების თრეშ თოლქში ჩარევას ძალზედ არაპროფესიონალურ საქციელად მიიჩნევს.
"ოჯახი სულ სხვაა. მე ცხოვრებაში არასდროს შევეხები მის ოჯახს და მჯერა, რომ ისიც არ შეეხება ჩემსას. ჩვენ კოლბი კოვინგტონისაირი საშინელი ადამიანები ნამდვილად არ ვართ. რინგზე რაც ხდება, ოჯახთან კავშირი არ აქვს.
მას შეუძლია ნებისმიერი რამ მითხრას, შეურაცხყოფაზე მეც შეურაცხყოფით გავცემ პასუხს, მთავარია ამაში ოჯახები არ გავრიოთ. "
შეგახსენებთ, რომ პედი პიმბლეტი UFC 324-ზე ჯასტინ გეიჯის წინააღმდეგ, მსუბუქი დივიზიონის დროებითი ქამრისთვის იბრძოლებს. საინტერესოა, ვიხილავთ თუ არა პედისა და ილიას ოქტაგონზე, ერთმანეთის პირისპირ.















