რამდენიმე საათის წინ UFC-ს ლეგენდამ, უმსუბუქესი და სუპერმსუბუქი წონის ყოფილმა ჩემპიონმა, დემეტრიუს ჯონსონმა თავის იუთუბ არხზე განათავსა ინტერვიუ მახაჩევთან, სადაც ჩემპიონმა სხვადასხვა საკითხები განიხილა. გარკვეულ თემებთან ერთად, იგი ასევე შეეხო სუპერმსუბუქი დევიზიონის საჩემპიონო ბრძოლასაც.
"მერაბი კარგია. მან იცის ბრძოლის დროს რაც უნდა გააკეთოს. სტრაიკინგი ძალიან კარგი არ აქვს, მაგრამ ის დგომში მაინც ახერხებს ჩხუბს, რასაც ჭიდაობასთან ერთად იყენებს.
ის მაღალი დონის მებრძოლია, მაგრამ ჩემის აზრით, უმარი მერაბის ჭიდაობას შეაჩერებს და მოუგებს. რაც შეეხება დგომს, ყველა დამეთანხმება იმაში, რომ უმარი მას ამ ასპექტში ბევრად სჯობს. იგი ახალგაზრდა და მშიერია და მე მასში ვხედავ ყველაფერს, რაც ჩემპიონობისთვის სჭირდება." - ისლამ მახაჩევი















