რამდენიმე საათის წინ, ინტერნეტ სივრცეში, ილია თოფურიასა და პატრიკ-ბეთ დეივიდის პოდკასტი გამოქვეყნდა, სადაც "ლეგენდამ" ისლამთან პოტენციურ ბრძოლაზე ისაუბრა და შესაძლო პროგნოზიც გაგვიმხილა.
"მე შევეკითხები, თუ რა არის მისი საყვარელი მახრჩობელა ილეთი. მაგალითად, თუ მეტყვის "დარსს", მას ამით გავგუდავ. ისლამს ხაბიბთან ახლოს მივიყვან და დავაფინიშებ.
ალბათ ყველას გახსოვთ, თუ როგორ ელაპარაკებოდა ხაბიბი დანა უაითს, როდესაც იგი თავის მეტოქეებს აგდებდა. ისლამის შემთხვევაში, მე ხაბიბს დავუწყებ საუბარს და ვეტყვი, რომ ამ ყველაფრის გაკეთება უბრალოდ მიწევს." -
განაცხადა თოფურიამ პოდკასტზე
ისლამისა და ილიას დაპირისპირება, პოპულალურობის თვალსაზრისით, გულშემატკივრებში ისევ პირველ ადგილს ინარჩუნებს, ამ ყველაფერს მეტ ინტრიგას სძენს მებრძოლების მხრიდან წამოსული კომენტარები. საინტერესოა, ვიხილავთ თუ არა ორი ჩემპიონის შეჯახებას და გადამწყვეტ დაპირისპირებას მსუბუქი წონის ქამრისათვის.















