UFC-ის ყოფილმა მებრძოლმა, იურაია ფეიბერმა ილია თოფურიაზე ისაუბრა. ვეტერანმა სპორტსმენმა აღნიშნა, რომ ერთადერთი მებრძოლი, რომელსაც შეუძლია 3 წონით დივიზიონში ქამრის მოპოვება, ქართველი ჩემპიონი არის. შეგახსენებთ, მის ანგარიშზე უკვე არის 66 და 70 კილოგრამ დივიზიონების ქამარი.
"თოფურია არის მებრძოლი გამორჩეული უნარებითა და გიჟური ძალით. სწორედ ის მებრძოლია, რომელსაც ეს სიმძლავრე უფრო მაღალ წონაშიც გადაყვება. უკვე ვნახეთ, თუ როგორ გათიშა ილიამ მეტოქეები 66 და 70 კილოგრამ წონით დივიზიონებში, იგივეს ის 77-შიც გააკეთებს."
შეგახსენებთ, რომ ქვესაშუალო წონითი დივიზიონის ამჟამინდელი ჩემპიონი არის ისლამ მახაჩევი, ვისაც მომავალში სწორედ ქართველ მებრძოლთან ჩხუბს უწინასწარმეტყველებენ. დაღესტნელ ჩემპიონთან დუელამდე, "მატადორს" ჯასტინ გეიჯისა და პედი პიმბლეტს შორის მოგებულთან შეხვედრა მოუწევს.















