UFC 311-ის დასრულების შემდეგ, მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულმა ორგანიზაციამ Pound For Pound რეიტინგი განაახლა. შეგახსენებთ, რომ ეს არის პრომოუშენის საუკეთესო მებრძოლთა რეიტინგი, წონითი დივიზიონის გაუთვალისწინებლად. ცვლილება შეეხო მერაბ დვალიშვილს, რომელიც უმარ ნურმაგომედოვთან მოგებით 2 პოზიციით დაწინაურდა.
ქართველი ჩემპიონი იყო მეშვიდე ადგილზე, ახლა კი ის მეხუთეა. აღსანიშნავია ისიც, რომ ხუთეულში არის კიდევ ერთი ჩვენი თანამემამულე, ილია თოფურია, რომელიც მე-4 პოზიციას იკავებს. მათზე წინ არიან ისლამ მახაჩევი, ჯონ ჯონსი და ალექს პერეირა.