
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პლეიოფის 1/2-ფინალური მატჩი საქართველოსა და ლუქსემბურგს შორის სწორედ ილია თოფურიამ გახსნა, რომელმაც დინამო არენაზე შეკრებილ მაყურებელს საჩემპიონო ქამარი წარუდგინა.
საქართველოს ნაკრებმა კი 1/2 ფინალში ლუქსემბურგი 2:0 დაამარცხა, ხოლო ფინალში საბერძნეთს თერთმეტმეტრიანების სერიაში მოუგო და ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება ისტორიაში პირველად მოიპოვა.
ფოტო: ანამარია ჩოხელი

















