როგორც ჯონსი აცხადებს, ამჟამად ის UFC-თან, ბრძოლის საკითხს განიხილავს.
"ახლა მე და UFC მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. ჩვენ ვლაპარაკობთ, რადგან ვნახოთ რა მოხდება შემდეგ. მე დარბაზში დავბრუნდი, ვვარჯიშობ და თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ჩემი გუნდის დახმარებით ყოველთვის მზად ვიქნები ნებისმიერი გამოწვევისთვის.
არის რაღაც გარკვეული თანხის რაოდენობა, რომელსაც საჯაროდ არ დავასახელებ. უბრალოდ უნდა მოვიცადოთ და ვნახოთ. დიდი ალბათობით, 2025 წელს ვიასპარეზებ," - ამბობს ჯონსი ინტერვიუში
ჯონ ჯონსს მძიმე წონაში სულ 2 ბრძოლა აქვს ჩატარებული, აქედან ერთი ახალგაზრდა მებრძოლის, სირილ განეს წინააღმდეგ, ხოლო მეორე ზემოხსენებულ UFC-ს ლეგენდა სტიპე მიოჩიჩთან.
ჯონ ჯონსს მძიმე წონაში სულ 2 ბრძოლა აქვს ჩატარებული, აქედან ერთი ახალგაზრდა მებრძოლის, სირილ განეს წინააღმდეგ, ხოლო მეორე ზემოხსენებულ UFC-ს ლეგენდა სტიპე მიოჩიჩთან.
მისი სამომავლო ბრძოლა, უკვე დიდი ხანია, დისკუსიის საგანია გულშემატკივრებს შორის. ამ ყველაფრის მიზეზი კი ინგლისელი მოჩხუბარი - ტომ ასპინალია, რომელმაც MMA-ს აუდიტორიის ყურადღება თავისი შესანიშნავი ჩხუბის სტილითა და ნოკაუტის ძალით დაიმსახურა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ასპინალი დროებითი ქამრის მფლობელია. ჯონსის უძლიერესი შესაძლებლობების მიუხედავად, მაყურებელთა გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ ტომს ყველა უნარი აქვს საბრძოლო არსენალში, რომლის მეშვეობითაც იგი ჯონსს დაამარცხებს.
ბრძოლის მოთხოვნადობის მიუხედავად, ჩემპიონი რამდენიმე მიზეზის გამო ამ დაპირისპირებას პირდაპირ თავს არიდებს:
ბრძოლის მოთხოვნადობის მიუხედავად, ჩემპიონი რამდენიმე მიზეზის გამო ამ დაპირისპირებას პირდაპირ თავს არიდებს:
“მე არ მინდა, ტომ ასპინალს ვუწოდო "არავინ", მაგრამ მას ჯერ არაფერი გაუკეთებია და არც დაუმტკიცებია.
თუ რაიმე ჩხუბი მხედველობაში მექნება, რომელიც სახელოვანთან ერთად, ფინანსურად მომგებიანიც იქნება, ასეთი ბრძოლა ალექს პერეირასთან იქნება. მე დაახლოებით 106 კილოგრამს ვიწონი, რაც ნიშნავს იმას, რომ შედარებით მსუბუქი მძიმეწონოსანი ვარ, ხოლო პერეირას თავისუფალი წონა დაახლოებით 108 კილოგრამია და მივიჩნევ, რომ ეს ბრძოლა მეტ ღირსებას მომიტანს, ვიდრე ჩხუბი ახალგაზრდასთან, რომელიც დღეს მაგარია და ხვალ შეიძლება საერთოდ გაქრეს.”