სულ ცოტა დრო რჩება Brave FC-ის 96-ე ღონისძიების დაწყებამდე, რომლის მონაწილე ბიძინა გავაშელიშვილი იქნება. შეგახსენებთ, რომ ქართველი მებრძოლის მეტოქე მარსიანო ფერეირა არის. ივენთის დაწყებამდე, ჩვენმა მებრძოლმა თავის ქომაგებს მიმართა:
"გამარჯობა, სულ ცოტა დრო რჩება 7 ივნისს გასამართ ბრძოლამდე. ამ შაბათს შედგება ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლა ჩემს კარიერაში. მინდა მადლობა მოგიხადოთ გულშემატკივრობისთვის. დაელოდეთ, აუცილებლად კარგ შოუს შემოგთავაზებთ."
რა ვიცით ბრაზილიელი მოწინააღმდეგის შესახებ? მის ანგარიშზე 13 გამარჯვება და 4 მარცხი არის. საინტერესოა ისიც, რომ 2022 წლის მაისიდან - 2023 წლის დეკემბრამდე, 31 წლის მებრძოლს ჰქონდა მოგებათა სერია, რომელიც მოიცავდა 6 ჩხუბს, მაგრამ თავის ბოლო ბრძოლაში მან დიას იერენგაიპოვთან წააგო.















