"დღეს მოხუცივით ხარ ჩაცმული, რადგან იცი, რომ ბრძოლის შემდეგ კარიერას დაასრულებ და პენსიაზე გახვალ. მე UFC-ის თანამედროვე მებრძოლი ვარ და პირველივე რაუნდში გაგანადგურებ. კარგად უყურე მაგ ქამარს, რადგან ბოლოჯერ ხედავ" - ილია თოფურია.

"შეხედეთ ამ ბიჭს, ძალიან უნდა რომ კონორ მაკგრეგორი იყოს. გაჩვენებ, თუ რატომ ვარ დივიზიონში უკვე ამდენი ხანი დაუმარცხებელი და დიდებულ გაკვეთილს ჩაგიტარებ" - ალექსანდერ ვოლკანოვსკი.

ილია თოფურიას და ალექსანდერ ვოლკანოვსკის საჩემპიონო ორთაბრძოლა თბილისის დროით 18 თებერვალს, დილის 7 საათზე დაიწყება.















