"Marca"-სთან საუბრისას, ქართველმა ჩემპიონმა შესაძლო კარიერულ ცვლილებაზე საინტერესო კომენტარი გააჟღერა. ინტერვიუში "ელ მატადორმა" ხაზი გაუსვა, რომ ორი მიზნისთვის ერთდროულად ბრძოლა მომგებიანი არაა, ამიტომ მის ამჟამინდელ სურვილს MMA-ში საკუთარი ისტორიის დაგვირგვინება წარმოადგენს.
"საიდუმლო არაა, რომ კრივში ძალების მოსინჯვა ყოველთვის მინდოდა. მთელი ცხოვრებაა ამ პრინციპით ვხელმძღვანელობ: თუ ორ კურდღელს დაედევნები, საბოლოოდ ვერცერთს დაიჭერ. ამიტომ, ჯერ MMA-ში დავასრულებ ჩემს ისტორიას, ამის შემდეგ კი კრივში სრულფასოვნად გადავალ. შერეულ ორთაბრძოლებში ასპარეზობის პარალელურად, ბოქსისთვის მზადება და შემდეგ ისევ MMA-ში დაბრუნება ძალზედ არაპროფესიონალურად მეჩვენება. "















