UFC-ის მედია დღის ფარგლებში გიგა ჭიკაძემ მოახლოებულ ბრძოლაძე კომენტარი გააკეთა. შეგახსენებთ, რომ ვეტერანი მებრძოლის მოწინააღმდეგე კევინ ვალეხოსი იქნება. ქართველ სტრაიკერს ოქტაგონში ვიხილავთ 14 დეკემბერს, დაახლოებით 07:00 საათიდან.
"UFC-თან თანამშრომლობა დავიწყე ESPN-ის ეპოქაში და უკანასკნელი ივენთის მონაწილეც ვიქნები. მათ უნდოდათ ჩემი აქ ყოფნა. საჩემპიონო დონის მებრძოლი ვარ და ამ მიზნისთვის კონკრეტული ნაბიჯები მაქვს გადასადგმელი. მეტოქე? სილვა მინდოდა და ვალეხოსსთან მის ჩხუბსაც ვუყურე.
არ მიმაჩნია, რომ კევინი დამწყები მებრძოლია, თუმცა ჩემი დონის მოწინააღმდეგე ის არ არის. ყველაფერი გამოჩნდება რამდენიმე დღეში, როცა არგენტინელ მებრძოლს საბავშვო ბაღში დავაბრუნებ. მომწონს მისი თავდაჯერებულობა, მაგრამ მე ამ ჩხუბს პირველივე რაუნდში დავასრულებ.
უპირატესობა? ჩემს მხარეს გამოცდილება არის. არ მინდა "ელ ჩინოზე" რაიმე ცუდის თქმა, თუმცა ის ჩემთვის კარგი სტეიკია, მე კი სტეიკები ძალიან მიყვარს."















