ჩენდლერმა გუშინ ტვიტერზე განათავსა პოსტი, სადაც გამოიწვია ქვე-საშუალო წონის კონტენდერი და BMF-ის ქამრის პირველი მფლობელი, ხორხე მასვიდალი.
Where you at Jorge? https://t.co/x7VsDYKbUe
— Michael Chandler (@MikeChandlerMMA) December 3, 2024
"ხორხე, სად ხარ?" - განაცხადა ამერიკელმა თავის ტვიტში, რასაც მალევე მოჰყვა მასვიდალის პასუხი.
"დათანხმდი და ვიჩხუბოთ აპრილში, მაიამიში" - პასუხობს 40 წლის ათლეტი ამერიკელს.
ხორხე მასვიდალმა უკანასკნელი ბრძოლა 2023 წლის აპრილში, გილბერტ ბერნსის წინააღმდეგ ჩაატარა, სადაც მსაჯთა საერთო გადაწყვეტილებით დამარცხდა. ამ ყველაფრის მიუხედავად, ხორხე უკვე დიდი ხანია დაბრუნებას გეგმავს და გვარწმუნებს, რომ იგი ძალიან კარგ ფორმაშია.















