2026 წლის აბუ დაბის გრანდ სლემის 90 კგ წონით კატეგორიაში გამარჯვებული ლაშა ბექაური გახდა.
ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ფინალამდე 4 ორთაბრძოლა დამაჯერებლად მოიგო, ოქროსთვის ბრძოლაში კი მოლდოველი ლატისევი იპონით დაამარცხა და აბუ დაბის გრანდ სლემის ჩემპიონი გახდა.
ტურნირის ბოლო საჭიდაო დღეს, საქართველოს ნაკრებს კიდევ ერთი მედლის მოპოვების შანსი აქვს — მძიმე წონის ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ირაკლი დემეტრაშვილი აზერბაიჯანელ გამზატხანოვს დაუპირისპირდება.














