ილია თოფურია ძალიან მალე დაუპირისპირდება ჩარლზ ოლივეირას და გამარჯვების შემთხვევაში ის გახდება UFC-ის რიგით მეათე მებრძოლი ორი ჩემპიონობით სხვადასხვა წონით დივიზიონში. შეგახსენებთ, ქართველი მებრძოლი ინარჩუნებდა ქვემსუბუქი დივიზიონის ქამარს, ახლა კი ის მსუბუქშია.
რაც შეეხებათ UFC-ის ორი დივიზიონის ჩემპიონების ელიტურ კლუბს, როგორც აღვნიშნეთ, ასეთი მებრძოლი ორგანიზაციის ისტორიაში ყოფილა 9 - ჰენრი სეხუდო, დანიელ კორმიე, რენდი კუტიური, ჯონ ჯონსი, კონორ მაკგრეგორი, ამანდა ნუნესი, ბიჯეი პენი, ალექს პერეირა, ჟორჟ სენ-პიერი.
პირველი მებრძოლი აღნიშნული მიღწევით იყო კუტიური, რომელიც მძიმე წონითი დივიზიონის ჩემპიონი პირველად გახდა 1997 წელს, 2003-ში კი მან ქვემძიმეს ქამარიც დაისაკუთრა. უკანასკნელი არის ალექს პერეირა: 2022 წელს ის გახდა საშუალო დივიზიონის ჩემპიონი, 2023-ში კი ქვემძიმესი.
UFC-ის მებრძოლები ორ წონით დივიზიონში ჩემპიონობით
| მებრძოლი | დივიზიონები |
| ჰენრი სეხუდო | უმსუბუქესი/სუპერმსუბუქი |
| დანიელ კორმიე | ქვემძიმე/მძიმე |
| რენდი კუტიური | მძიმე/ქვემძიმე |
| ჯონ ჯონსი | ქვემძიმე/მძიმე |
| კონორ მაკგრეგორი | ქვემსუბუქი/მსუბუქი |
| ამანდა ნუნესი | სუპერმსუბუქი/ქვემსუბუქი |
| ბიჯეი პენი | ქვესაშუალო/მსუბუქი |
| ალექს პერეირა | საშუალო/ქვემძიმე |
| ჟორჟ სენ-პიერი | ქვესაშუალო/საშუალო |















