მერაბ დვალიშვილმა UFC 311-ის დასრულების შემდეგ, სადაც უმარ ნურმაგომედოვი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და ტიტული დაიცვა, ქართველებს მიმართა.
"მადლობა ყველაფრისთვის, ჯიგრები ხართ და ჩვენ კიდევ ერთხელ შევძელით ეს. მადლობა ყველა კარგ ადამიანს, ვინც შრომის ფასი იცის და ჩვენი ქვეყნის პატრიოტია" — მერაბ დვალიშვილი.
სატიტულო ქამრის შენარჩუნების გარდა, მერაბ დვალიშვილისთვის დღევანდელი ორთაბრძოლა გამორჩეული იყო — ის UFC-ის ისტორიაში შევიდა როგორც ყველაზე მეტი წარმატებული გდების ავტორი. ქართველი მებრძოლის ანგარიშზე უკვე 92 თეიქდაუნია, რაც ყველა დროის საუკეთესო შედეგია.
"მადლობა ყველა კარგ ადამიანს ვინც ჩვენი ქვეყნის პატრიოტია" — დვალიშვილმა ქართველებს მიმართა

















