ოფიციალურად დადასტურდა, რომ ისლამ მახაჩევისა და ჯეკ დელა მადალენას ბრძოლა გაიმართება 16 ნოემბერს, UFC 322-ზე. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა დაღესტნელი მებრძოლი 77 კილოგრამში საჩემპიონო დაპირისპირებაში მიიღებს მონაწილეობას.
შეგახსენებთ, რომ იქამდე კავკასიელი მებრძოლი დომინირებდა მსუბუქ წონით დივიზიონში, შემდეგ კი მან დათმო ქამარი და ქვესაშუალოში ავიდა. 70 კილოგრამის ჩემპიონი ახლა არის ილია თოფურია და რამდენიმე დღის წინ აქტიურად იწერებოდა იმის შესახებ, რომ ის ქამარს ასევე 322-ე ივენთზე ჯასტინ გეიჯის წინააღმდეგ დაიცავდა.
აღნიშნული ინფორმაცია დადასტურებული ჯერჯერობით არ არის. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ 16 ნოემბერს შესაძლოა ვიხილოთ არმან ცარუკიანისა და პედი პიმბლეტის ჩხუბი. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, ჯერჯერობით დადასტურებული მხოლოდ მახაჩევისა და ავსტრალიელი ჩემპიონის დაპირისპირებაა.















