უკანასკნელად, UFC-ის მსუბუქი წონის ქართველმა ჩემპიონმა - ილია თოფურიამ, ტერენს კროუფორდის მიმართულებით სოციალურ ქსელში განცხადება გააკეთა.
"ამბობ, რომ MMA-ის უყურებ, მაგრამ არც კი იცი ვინ ვარ, საინტერესოა... პირველად როცა შევხვდით, მითხარი: "წარმატებებს გისურვებ ამ კვირას, შენს ბრძოლაში." შენ მეხსიერებას კარგავ და მალე ყბასაც დაკარგავ! მე მთელ MMA-ის წარმოვადგენ — რეალურ ჩხუბში საუკეთესო VS ბოქსში საუკეთესო."
"ელ მატადორისა" და ტერენსის დაპირისპირებას ანალიტიკური გადმოსახედიდან დიდი პოტენციალი გააჩნია, რადგან კროუფორდი და ილია ამჟამად საბრძოლო სახეობების მთავარ სახეებს წარმოადგენენ. ამ ყველაფერს ასევე მათ შორის არსებული დაძაბულობადა დანა უაითის შესაძლო დადებითი დამოკიდებულება ამძაფრებს.
"ეს ისეთი რამაა, რისი გაკეთებაც მსურს და არამგონია დანამ ჩემი ოცნების ასრულებაზე უარი მითხრას... ეჭვიც არ მეპარება, რომ ის ამასში მხარს დამიჭერს. მის დარწმუნებას ცოტა დრო დაჭირდება, თუმცა მჯერა, რომ ყველაფერი გამოვა."















