EPCR Challenge Cup-ის ფინალში ლიონი დამარცხდა ბათსთან, ანგარიშით 12:37. ფრანგული გუნდის მხრიდან თამაშობდნენ დავით ნინიაშვილი და ბექა საღინაძე, ირაკლი აფციაური კი სათადარიგოთა სკამზე დარჩა.
ცნობისთვის, ნინიაშვილმა გააკეთა სალელოვე გადაცემა ითან დუმორტიეზე, თუმცა გამარჯვების მოსაპოვებლად ეს საკმარისი არ გამოდგა. აქვე დავამატებთ, რომ ბათსმა Challenge Cup-ი 2008 წლის შემდეგ პირველად მოიგო.














