უკანასკნელად, არმან ცარუკიანის ძმამ - არტურ ცარუკიანმა, საკუთარი ოჯახის რთულ წარსულზე ისაუბრა. მისი თქმით, თავისი ოჯახი ყოველთვის დიდძალი ქონების მფლობელი არ გახლდათ და მეტიც, გარკვეული პერიოდი ისინი მატერიალური სიდუხჭირის წინაშე იდგნენ.
"ზოგი ფიქრობს, რომ ჩვენ ოქროს აკვანში გავჩნდით. სინამდვილეში, ჩვენ გარეუბანში ვცხოვრობდით, რომელიც ერთგვარი "გეტო" იყო. როდესაც მე და არმანი პატარები ვიყავით, საჭიდაო ფეხსაცმელებიც კი არ გვქონდა. "















