როგორც მოგეხსენებათ, მერაბ დვალიშვილმა კორი სენდჰეგენის დამარცხებით საჩემპიონო ქამარი დაიცვა, თანაც მესამედ ერთ კალენდარულ წელიწადში. ქართველი ჩემპიონი გახდა მე-7 მებრძოლი UFC-ის ისტორიაში ამ მაჩვენებლით, ტიტო ორტისის, მეტ ჰიუზის, ჩაკ ლიდელის, დემეტრიუს ჯონსონის, კამარუ უსმანისა და ალექს პერეირას შემდეგ.
ამის გარდა, "მანქანა" არის პირველი მებრძოლი UFC-ის ისტორიაში, რომელიც 100 თეიქდაუნს გასცდა. ამით, მისი რეკორდები არ დასრულებულა. 34 წლის ჩემპიონმა გააუმჯობესა თავისი პირადი მიღწევა ერთ ჩხუბში დაფიქსირებული თეიქდაუნების რაოდენობით.
აქამდე, დვალიშვილის საუკეთესო შედეგი იყო ერთ ბრძოლაში დაფიქსირებული 13 თეიქდაუნი, "ქვიშის კაცთან" დაპირისპირებაში კი მან ეს მაჩვენებელი გააუმჯობესა.















