"კიდევ ერთხელ გილოცავ საქართველო! ვამაყობ თქვენით ბიჭებო!" - დაწერა სოციალურ ქსელში ქართველმა მებრძოლმა.
ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის პლეიოფის ფინალში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა დინამო არენაზე საბერძნეთი მიიღო, მეტოქე თერთმეტმეტრიანების სერიაში დაამარცხა და ისტორიაში პირველად, მოიპოვა ევროპის ჩემპიონატის საგზური.
2024 წლის ევროპის ჩემპიონატი გერმანიაში ჩატარდება, სტარტს 14 ივნისს აიღებს და 14 ივლისს დასრულდება, საქართველოს ნაკრები კი F ჯგუფში იასპარეზებს.

















