UFC 316-ის მთავარი ბრძოლა სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონის ქამრისთვის შედგა, სადაც მერაბ დვალიშვილი შონ ომალის დაუპირისპირდა.
ქართველმა მოქმედმა ჩემპიონმა 30 წლის ამერიკელი მებრძოლი მესამე რაუნდში საბმიშენით დაამარცხა და ჩემპიონის ქამარი მეორედ დაიცვა.
მერაბ დვალიშვილმა UFC-ში ზედიზედ მე-13 გამარჯვება მოიპოვა და ისტორიაში პირველი ქართველი მებრძოლი გახდა, რომელმაც ჩემპიონის ქამარი მეორედ დაიცვა.















