UFC-ის სუპერმსუბუქი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, პიოტრ იანმა განაცხადა, რომ მას მერაბ დვალიშვილის დამარცხება შეუძლია. შეგახსენებთ, ისინი ერთმანეთს პირველად შეხვდნენ 2023 წლის მარტში და მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოგება ქართველმა მებრძოლმა მოიპოვა.
"თუ დვალიშვილთან მეორე ბრძოლას შევხვდები ოპტიმალურ ფორმაში, ასი პროცენტით განსხვავებული ჩხუბი იქნება. პირველ დაპირისპირებაში ჩემი შესაძლებლობები ვერ გამოვავლინე და იმედი მაქვს, მერაბთან ჩხუბის შანსი მომავალში კიდევ ერთხელ მექნება.
მე შემიძლია ქართველი ჩემპიონის დამარცხება. დიახ, ის თავის საქმეს აკეთებს კარგად, თუმცა ვინ თქვა, რომ მასთან გამარჯვება არის შეუძლებელი? ჩემი აზრით, ამის გაკეთება მე შემიძლია."















