გუშინ, "მანქანამ" Instagram-ზე განათავსა ვიდეომასალა, რომელშიც საუბრობს იმაზე, თუ როგორ არ შეუშვეს ორგანიზაციის ერთ-ერთ დაწესებულება UFC Performance Institute-ში.
"მე ახლა UFC P.I-ს წინ ვდგავარ და დაცვა არ მიშვებს, რადგან, როგორც მითხრეს, შიგნით უმარ ნურმაგომედოვი იმყოფება. ისინი მას იცავენ.
არ ინერვიულოთ - ბრძოლამდე მას არ ვცემ. დღეს, ამ შენობაში ჩემს ტრამვასთან ასოცირებული სამედიცინო პროცესები უნდა გამეარა, ასევე ხელი უნდა მომეწერა რაღაც პლაკატებზე და მეგობრებთან ერთად უნდა მევახშმა.
ეს რა სისულელეა, მე ამ ტიპს ნამდვილად ვცემ იმ შეურაცხყოფებისა და ტყუილების გამო, რომლებიც მან იკადრა, თუმცა, უმარ, არ იდარდო, მე შენ ბრძოლამდე არ დაგარტყავ. ახლა შეიძლება გიცავდნენ, მაგრამ 18 იანვარს შენი მცველი არავინ იქნება" - განაცხადა მერაბმა სოციალურ პლატფორმაზე.
როგორც ჩანს, დანა უაითი ამ ორი მებრძოლის დაძაბულობის არიდებას სერიოზულად ცდილობს, რადგან ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ უმარის და მერაბის ჩხუბი მაქსიმალურად დაცული იქნება, რათა "კონორი 🆚 ხაბიბი" არ განმეორდეს.















