უკანასკნელად,UFC-ის ვარსკვლავმა, ხორხე მასვიდალმა, საკუთარ გადაცემა "Death Row MMA"-ში, მერაბისა და უმარის პოტენციურ რემატჩზე საინტერესო მოსაზრება გააჟღერა.
"მინდა, რომ უმარმა ქამარზე მეორედ იჩხუბოს, თუმცა თუ წააგო, კიდევ ერთი სატიტულო ბრძოლის შესაძლებლობა მომავალში აღარ მიეცემა. ორი ვარიანტი არსებობს - მას უნდა მისცე დრო და აცადო განვითარება, ან კიდევ ერთხელ, მალევე აჩხუბო სუპერმსუბუქი დივიზიონის ყველა დროის საუკეთესოსთან.
მერაბი ყველა დროის საუკეთესოთა სიაშია, მას შემდეგ რაც კორი დაამარცხა. აცადეთ უმარს, რომ დააგროვოს გამოცდილება და 5 რაუნდიან ბრძოლებს მიეჩვიოს, რადგან უკანასკნელი, 3 რაუნდიანი დაპირისპირება ბაუტისტასთან მარტივი არ აღმოჩნდა. ამიტომ, არასდროს გვეცოდინება, თუ როგორ განვითარდება მოვლენები კიდევ ერთ 5 რაუნდიან ბრძოლაში მერაბის წინააღმდეგ."















