Bantamweight-ის ახალგაზრდა კონტენდერი - უმარ ნურმაგომედოვი, მიმდინარე კვირას, ამერიკელ მებრძოლს, მარიო ბაუტისტას დაუპირისპირდება. მიუხედავად იმისა, რომ დაღესტნელი ათლეტი დივიზიონში ერთ-ერთი გამორჩეულია, მისი მეტოქე შესაბამის საფრთხეს წარმოადგენს - ბაუტისტა 8 მოგებიან სერიაზე იმყოფება.
ნურმაგომედოვის თქმით, ზემოხსენებული შეხვედრის მთავარი მიზანი და ერთგვარი წინაპირობა, ქამარზე მეორეჯერ ბრძოლის დამსახურება გახლავთ. უკანასკნელად, უმარმა ინტერვიუ MMA-ს ანალიტიკოსთან - ბრაიან კემპბელთან ჩაწერა, რომელშიც მან პოტენციურ სატიტულო რევანშზე ისაუბრა.
"მერაბი აუცილებლად უნდა დავამარცხო. მის დასამარცხებლად ყველაფერი გამაჩნია. შემდეგი ბრძოლისთვის უკეთ მომზადებული ვიქნები. "















